Loading...
Close
26 მაისი 2019 15:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
'რუსთავი 2'-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტი - ნიკა გვარამიას განცხადება
10 ოქტომბერი 2018 21:17
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებით ეხმაურება. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოუძიებლობა ქვეყანაში ძალადობას ახალისებს. გვარამის თქმით, ფაქტზე სამართალდამცველ ორგანოებს მწვავე და კატეგორიული რეაქცია უნდა ჰქონდეთ.

„მოვითხოვთ კატეგორიულ და მწვავე რეაქციას სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. მსგავსი საქმეების გამოუძიებლობა, ერთი კვირის წინაც ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევას, ახალისებს ქვეყანაში ძალადობას, რასაც ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ისედაც აკეთებს. ამიტომ, ვითხოვთ ადეკვატურ დასჯას ამ პირების. არაფერი დიდი გამოძიება ამას არ უნდა, რადგან არსებობს ვიდეოკადრები და პირები იდენტიფიცირებულები არიან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია რკინიგზის დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ჟურნალისტების ნებართვის გარეშე ობიექტზე შესვლა დასაშვებია. მისივე განცხადებით, ჟურნალისტებისთვის ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით გაფრთხილება უნდა მიეცათ და იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებოდნენ, პოლიცია გამოეძახათ.

„ჟურნალისტებზე ძალადობას რკინიგზის განცხადება ვერაფრით გაამართლებს. ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს დასაშვებია. ამის გარდა, ჯერ უნდა ყოფილიყო გაფრთხილება, რომ ეს იყო კერძო საკუთრება და ტერიტორიის დატოვების თაობაზე გაფრთხილება უნდა მიეცათ. თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, უნდა გამოეძახათ პატრული. ეს ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული. კერძო საკუთრებაში არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, რომ არ შეიძლებოდა შესვლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა.

მოგვიანებით, რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ზაზაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი უნებართვოდ, უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით შეეცადა სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: შსს-მ 'რუსთავი 2'-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, 'ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს' თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი