Loading...
Close
26 მაისი 2019 15:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს მათ წინააღმდეგ
11 ოქტომბერი 2018 18:16
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის და არის პროცესები, რომელიც აწუხებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.

„არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც დაიწყო მუშაობა საპროცედურო ცვლილებებზე.

„მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დიმიტრი კულება - რუსეთი მძიმედ განიცდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამარცხებას 
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი