Loading...
Close
26 მაისი 2019 15:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კულტურა
ნინო ხარატიშვილი ფრანკფურტის ბაზრობაზე - საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი - ისინი ტრაგიკულიც არის, საშინელიც, მაგრამ მათში ძალიან ბევრი იუმორია
11 ოქტომბერი 2018 10:46
სწრაფვა ევროპისკენ, საზღვრების რღვევა, მცოცავი ოკუპაცია - პავილიონის გახსნის ცერემონიალის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა გერმანულენოვანმა, წარმოშობით ქართველმა ავტორმა ნინო ხარატიშვილმა წარმოთქვა.

"იმიტომ ვწერ გერმანულად, რომ შემიძლია გერმანულად ვწერო. მიყვარს ეს ენა. მიყვარს ჩემი, ქართული ამბების გერმანულ ენაზე მოყოლა. ლიტერატურა არ არის საზღვრებში მოქცეული. როდესაც დავიწყე წერა, ვიყავი ქართველი ავტორი, შემდეგ გავხდი გერმანელ-ქართველი ავტორი და შემდეგ გავხდი გერმანელი ავტორი.

საქართველი უკანასკნელი 27 წლის მანძილზე ცდილობს ბრძოლით დაიბრუნოს თავისი იდენტობა, რომელიც მას ანტიკური ხანიდან მოსდგამდა. თუმცა, საქართველოშიც ბევრს ავიწყდება, რომ იდენტობა არ წარმოადგენს რაიმე ვიწრო ჩარჩოში მყოფ უცვლელ სიდიდეს. ვითარება და დრო იცვლება და ისინიც უნდა შეიცვალონ. ქართული კულტურის სიმდიდრე სწორედ იქიდან წარმოიშვა, რომ იგი გამტარუნარიანი იყო, გაბედული და შეეძლო აეღო უცხოური კულტურა. საქართველოს ძალიან ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი - ისინი ტრაგიკულიც არის, შეიძლება არის საშინელიც, მაგრამ მათში ძალიან ბევრი იუმორია. ეს არის ოკუპაციის, დაპყრობის, სიკვდილის, იმპროვიზაციების, გადარჩენის, იმედის, ომის, დაკარგვის, მწუხარების და უპერსპექტივობის ისტორიები, ამავდროულად კი სიხარულის, იმედის, შესანიშნავი ადამიანების ისტორია.

ამიტომ მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა ასეთი ისტორიით: საქართველო-რუსეთის ე.წ. საზღვარზე, ცხინვალის რეგიონში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ კონტროლდება რუსეთის მიერ, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული მავთულხლართები ყოველ კვირას ავიწროებს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას. ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთ დღეს გაიღვიძა საკუთარ სახლში და აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი, ამ ადამიანის ისტორიამ, რომელმაც უცებ გაიღვიძა მტრის ტერიტორიაზე, მაგრამ არ დატოვა სახლი, არ დატოვა შვილის საფლავი, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წარმოვიდგინე ეს გლეხი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რომ ის ვერ მოიგებდა ამ ომს, მაინც გადაწყვიტა ბრძოლა. მე წარმოვიდგინე მოხუცი ადამიანი, რომელსაც მზემ და ქარმა დაატყო თავისი კვალი, რომელიც დგას რუსი ჯარისკაცის წინაშე და რომელიც ცდილობს, რომ მას აუხსნას, რატომ არ შეუძლია იმ მიწიდან წასვლა, სადაც მისი შვილია დასაფლავებული. ჩემს წარმოდგენაში, ის ამას მშვიდად აკეთებს. ყოველთვის იმეორებს თავის სათქმელს. ის არ აღიარებს ამ საზღვარს და ის აჩვენებს, რომ ეს საზღვარი სინამდვილეში სასაცილოა. ჯარისკაციც ერთ მშვენიერ დღეს ნებდება. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ჯანდაბას, დარჩეს ეს შეშლილი მოხუცი აქ, მაგრამ, ალბათ, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამავე დროს, მისმა ავტომატმა დაკარგა ძალა. ჯარისკაცი ხდება ამბის ნაწილი. მე არ ვიცი, მართალია თუ არა ჩემი წარმოდგენილი ამბავი...

იმედი მაქვს, რომ აქ ფრანკფურტში ძალიან ბევრი ამბები საქართველოდან გადალახავენ საზღვარს“.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი