Loading...
Close
21 თებერვალი 2019 18:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
კიევის პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტს პირადად მიულოცა
12 ოქტომბერი 2018 11:12
კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირადად მიულოცა. ფილარეტისა დ პოროშენკოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ეპოქალური უწოდა.

„მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა, რადგან თქვენი მიზანდასახულობის, თქვენი სიბრძნის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ ამას. წინა პრეზიდენტები ასევე მუშაობდნენ ამაზე, თუმცა ვერ მიაღწიეს. თქვენ კი, ჩვენს საერთო მიზანს მიაღწიეთ“, – აღნიშნა კიევის პატრიარქმა.

პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ისტორიული დღე უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სახელმწიფოს შენების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„უკრაინა და უკრაინის ეკლესია 332 წელს ელოდა ავტოკეფალიას. დღეს ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ტომოსის გამოცემის პროცესი გრძელდება. უკრაინის დამოუკიდებლობა არ არის სრული ავტოკეფალური ეკლესიის გარეშე, როდესაც ეკლესია მეზობელი სახელმწიფოს მეხუთე კოლონაა“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. ასევე, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს
გიორგი ქობულია - ჩვენ, მთავრობა მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პარლამენტში მივიდნენ

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი