Loading...
Close
19 მარტი 2019 10:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კონფლიქტები
სახალხო დამცველი მაია ოთინაშვილს და 87 წლის დავით ვანიშვილს შეხვდა 
12 ოქტომბერი 2018 11:21
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა და გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.

საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა 87 წლის დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მცოცავი ანექსიის შედეგად, მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ.

სახალხო დამცველი გეგმავს მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.



Image may contain: 2 people, people smiling, people standing and outdoor

Image may contain: 1 person, standing, tree, sky, outdoor and nature

Image may contain: 1 person, standing, tree, outdoor and nature

Image may contain: one or more people, people standing, tree, plant, child, outdoor and nature

Image may contain: tree, plant, sky, outdoor and nature


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი