Loading...
Close
26 მაისი 2019 15:14
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე – NATO-ს მოაქვს სტაბილურობა, კეთილდღეობა - საქართველოსა და ჩვენს რეგიონს ეს სჭირდება
12 ოქტომბერი 2018 12:51
საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა, – ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება რეგიონის კეთილდღეობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„ნატო-ს ყველა წევრმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობაა და ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. ნატო-ში საქართველოს წევრობა ჩვენს რეგიონს უფრო მდგრადს და განვითარებულს გახდის და ჩვენი აზრით, ეს რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა.

„ნება მიბოძეთ, მაგალითად ნორვეგია დაგისახელოთ. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი ხდებოდა, გაჩნდა ანალოგიური კითხვები, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ სკანდინავიის რეგიონი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ნატო-ს მოაქვს სტაბილურობა, მდგრადობა და კეთილდღეობა. საქართველოსა და ჩვენს რეგიონს კი, ეს სჭირდება. საქართველო არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი მსოფლიოში და მას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენ უნდა გავხსნათ ის, უნდა მივცეთ შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სიტყვა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში ჭიათურაში ჩავალთ, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ თავად კომპანია იაზრებს პრობლემას და ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მაღაროელებს
ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი