Loading...
Close
17 თებერვალი 2019 15:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
IDFI-ს კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, კახა კალაძე ეხმაურება
12 ოქტომბერი 2018 13:34
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

„არ ვიცი, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ეს კვლევა პირდაპირ გეტყვით. ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია წამყვან ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ შევადარებთ და აუცილებლად უნდა გაკეთდეს შედარებები, კარგად ნახავთ სტატისტიკას 2012 წლის მერე როგორი ნახტომი გვაქვს უკეთესობისკენ, დადებითი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ, პირიქით. უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო მარტივი უნდა იყოს ბიზნესის კეთება საქართველოში და კიდევ უფრო მეტად დაცულები უნდა იყოს ინვესტიციები და ბიზნესსექტორი",- განაცხადა კალაძემ.

IDFI -ს ინფორმაციით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება. ორგანიზაციის ცნობით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.

მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ. ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ პროფესორ გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ხანძრის შედეგად დაზარალებული - არავინაა ჩვენი პატრონი, ამხელა ზარალს ახლა როგორ გადავიხდით?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
დავით კირკიტაძე გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პაატა შამუგია - შეიძლება იყოს უსამართლო პრეზიდენტი ან აღმასრულებელი ხელისუფლება და არ დაიქცეს ქვეყანა, მაგრამ დაიქცევა თუ იქნება უსამართლო სასამართლო
ვანო ზარდიაშვილი 9 დეპუტატის ინიციატივაზე - არც ერთი იურისტი, თუნდაც პირველკურსელი, ამ პროექტს ხელს არ მოაწერდა, რადგან გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი