Loading...
Close
20 სექტემბერი 2019 03:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
თავდაცვის უწყება დიმიტრი შაშკინის განცხადებას მცდარს უწოდებს
12 ოქტომბერი 2018 15:46
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის, არჩილ ომიაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადება, რომ 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არჩევანის უფლება არ ექნებათ, მცდარია. ამის შესახებ არჩილ ომიაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებზე ხმას მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით აძლევენ.

“ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას, თითქოს 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებით. სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა 2016 წლამდე, მაგრამ ამასთანავე, თითქმის ყველა პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა, რომ აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად იყენებდნენ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები მთელ შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა, გარდა ავღანეთისა”,- განაცხადა არჩილ ომიაძემ.

არჩილ ომიაძემ განმარტა, რომ გათვალისწინებულია იმ სამხედრო მოსამსახურეთა მდგომარეობაც, რომლებიც რეგისტრაციის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.

„მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო სამსახურებზე საარჩევნო უბნებზე გამოხატულების კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთების მეშვეობით.

ასევე, მსურს, სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით, შაშკინის განცხადებაში ნათქვამია, რომ როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტიგენტში მონაწილე პირადი შემადგენლობის საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ესეც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ხმას მისცემენ 2 ლოკაციაზე -ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ბაზა “მარმალზე”, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც მისია შეასრულა და საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაბრუნდება, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და განახორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით”, - აღნიშნა არჩილ ომიაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
'პარტიის ლიდერებს 'პრაიმერის' პრინციპით შევარჩევთ' - მამუკა ხაზარაძემ 'ლელოს' პირველი 12 წევრი წარადგინა
'მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი' - სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
გია ვოლსკი - არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა
მამუკა ხაზარაძე - ზვიად რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი
ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი