Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 02:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ადვოკატი - ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი
12 ოქტომბერი 2018 16:00
''დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში“ ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი'', - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ.

ცინიკურია დამოკიდებულება ქალბატონი იუსტიციის მინისტრის, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კორექტულები და პატივი უნდა ვცეთ ექიმების კვალიფიციურ დასკვნას. ჩვენ პატივს ვცემთ ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, ანუ ის, რომ არაფერი არ დადგინდა, მივიღოთ მოცემულობად და არაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მერაბიშვილს ვუმკურნალოთ", - განაცხადა ჩივიაშვილმა, რომლის განმარტებით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი