Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 16:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო - ცალკეული პოლიტიკური ძალისგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს
13 ოქტომბერი 2018 16:09
ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებით უწყებამ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ უპასუხა, რომლის ინფორმაციითაც, ხელისუფლება ხელოვნურად უქმნის პრობლემებს შეიარაღებულ ძალებს, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

„მიუხედავად გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის ვრცელი და ამომწურავი განცხადებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისაგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რადგან აღნიშნული ტიპის უბნები არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად მიიჩნეოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ აღნიშნული პოლიტიკური პარტია რამდენად შორს დგას საერთო კონსენსუსზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აღიარებისაგან. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც.

ასევე მოგახსენებთ, რომ გათვალისწინებულია ტერიტორიული პრინციპიც და ის სამხედროები, რომლებიც ცხოვრობენ დისლოკაციის ადგილიდან შორს, არცერთი მათგანი არ დარჩება ბაზაზე, ხოლო საარჩევნო დღის წესრიგი ისეა შემუშავებული რომ საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, სწორედ ამგვარი პოლიტიკის დამსახურება იყო, რომ 2016 წელს თითქმის ყველა მოსამსახურემ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღო. რაც შეეხება 28 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ ეტაპზე სულ 6 პირი მიიღებს მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილიდან სხვა საარჩევნო უბანში, თუმცა, არჩევდებამდე 6 დღით ადრე სამინისტროს აქვს ვადა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მიმართოს უბნებს. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სურვილის შემთხვევაში დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა პირი გაშვებული იქნება დათხოვნაში და მათ საშუალება ექნებათ სრულიად თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებს დროს დანერგილი მავნე პრაქტიკა, როცა არჩევნები ყაზარმულ მდგომარეობაში და ზეწოლის ატმოსფეროში ტარდებოდა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს შეუძლებელია სამხედროებზე რაიმე ფორმით ზემოქმდება. საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს და ჯარი ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი, და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია“, - ნათქვამია განცხადებაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დიმიტრი შაშკინის შეფასებით, ჯარს პრეზიდენტის არჩევისას ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი