Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ანალიტიკა
გემბლინგის უარყოფითი მხარე - როდესაც სახელმწიფო ადამიანური, ეკონომიკური და კრიმინოგენული პრობლემის წინაშე დგება
10 ივნისი 2018 16:50

ანა ნოდია



აზარტულ თამაშები - არა მხოლოდ ადამიანური, არამედ სახელმწიფო მასშტაბის პრობლემაა. აზარტულ ე.წ. გასართობებზე დამოკიდებულება დაავადებაა, რომელიც თავისი მასშტაბით ნარკომანიას არ ჩამოუვარდება. გემბლინგს ახასიათებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სტრესი, დეპრესია, აგრესია, სუიციდისკენ მიდრეკილება და სხვა მძიმე გამოვლინებები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისითაც, ეს არის დარგი, რომელსაც თან უარყოფითი ეფექტები ახლავს.

აზარტულ თამაშებზე ხელი მიუწვდება ყველას - კაზინოებში დადიან არასრულწლოვნები, ქალები, მოხუცები.

არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ონლაინ კაზინოში დარეგისტრირების მსურველ პირთა საიდენტიფიკაციო გარემოს ქმის. ინტერნეტ კაზინოები არ ცდილობენ დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. ონლაინკაზინოებში დარეგისტრირებულები არიან არასრულწლოვნები, მათი სრულწლოვანი მეგობრების პირადობის მოწმობებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს და ასევე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე კვლევა, რაც აზარტული თამაშების სოციალური დანახარჯებს შეისწავლიდა და გამოავლენდა ამ პრობლემის სიმძიმეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ მოსახლეობის 6 პროცენტი ჩართულია სათამაშო ბიზნესში, ამ 6%-იდან კი უმრავლესობა ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს უპირატესობას. კვლევის მიხედვით ასევე გაირკვა, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების უმეტესობა უფრო ხშირად აგებს ვიდრე იგებს. ამავე კვლევის მიხედვით ვიგებთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 92% ამ ბიზნესსაქმიანობის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი.



''ეურუსის'' მიერ გამოკითხული რესპონდენტები აზარტულ თამაშებსა და რეგისტრაციის პროცესზე საუბრობენ:


დათო, 34 წლის: მას შემდეგ რაც მე და ჩემს მეუღლეს შვილი შეგვეძინა, ვიფიქრე რომ თამაშს თავს დავანებებდი, თუმცა, ვერ შევძელი. სამსახური ხელფასს როგორც კი მირიცხავს, კაზინოში თუ არ გავიარე, ისე სახლში არ მივდივარ. ძალიან ბევრჯერ დამირეკავს თანამშრომლებისთვის და მეგობრებისთვის და ხელფასის დღესვე მითხოვია თანხის სესხება, რადგან მთლიანი თანხა წამიგია. სახლში კი რამე უნდა მიმეტანა. თამაში ჩემი პრობლემაა წლების განმავლობაში, თუმცა, არც არსებობს გზა, რითაც შევძლებ თავის დაღწევას.


ნელი 51 წლის: კაზინოში მაქვს გატარებული ბოლო თხუთმეტი წელი. ჩემს პრობლემას ისევ კაზინოში ვივიწყებ. არ ვარ იმ ასაკში რომ ცხოვრების თავიდან დაწყება შევძლო. ამიტომ, ეს არის ჩემი ცხოვრება. შეიძლება რამდენიმე დღეს გავჩერდე კაზინოში, ისე რომ იქიდან არ გავიდე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კაზინოებში ძალიან ბევრი ქალი მოხუცი და არასრულწლოვანი დადის.


ზურა 29 წლის: ჩემმა მეგობარმა, რომელიც თამაშზეა დამოკიდებული, თითქმის ყველა ონლაინკაზინოს სთხოვა რომ შავ სიაში შეეყვანათ, რათა თამაში აღარ შესძლებოდა, თუმცა, იმის გამო რომ რამდენიმესგან უარი მიიღო, დღემდე თავს არ ანებებს. მეც ვეხმარებოდი ხოლმე თამაშში, თუმცა, ის იმდენად დამოკიდებულია, რომ პრობლემები შეექმნა ჩვენთან ურთიერთობაშიც. ბევრჯერ უთქვამს, რომ დააყაჩაღეს, თავს დაესხნენ და თვითდაზიანებებიც მიუყენებია, რათა დავრწმუნებულიყავით და მისთვის ფული მიგვეცა. ახლა მის სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობთ ხოლმე. სადმე თუ ვნახეთ, მუდამ ფული სჭირდება. პატარა შვილები ჰყავს, თუმცა, მათთვის არასდროს სცალია. რა თქმა უნდა, პრობლემაა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთი ოჯახების დახმარებაზე, რადგან მისი მეუღლე არ მუშაობს...


გიორგი 16 წლის: ონლაინკაზინოში სათამაშოდ ჩემი უბნელის ანგარიშს ვიყენებ. ჩემს გარშემო ბევრი ასე მოიქცა, ამიტომ ჩემთვის ეს ხერხი ადვილად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ბევრი ჩემი თანატოლი, სხვისი პირადობით რეგისტრირდება, ეს პრობლემა არ არის. ლევანს მხოლოდ მაშინ უწევს ჩემს გვერდით ყოფნა, როდესაც თანხის გამოტანა მჭირდება. თავისუფალ დროს ვერთობი. ზოგჯერ ვიგებ კიდეც. უბანში მეგობრები ფულზეც ვთამაშობთ, ხან მშობლები მაძლევენ. ასე რომ თამაშისთვის ფული სულ მაქვს.


თაკო 29 წლის: ხშირად ვთამაშობ, რადგან ეს არა მხოლოდ ფულის შოვნის საშუალება, არამედ გართობის გზაც არის. კაზინოებში სასმელი უფასოა. ხან ვიგებ, ხან-ვაგებ, მაგრამ ჩემს ხელფასს რაში დავხარჯავ, ჩემი არჩევანია. არ მაქვს პასუხისმგებლობა არავის წინაშე. როდესაც ოჯახს შევქმნი, თავს დავანებებ. ახლა სამსახურის მერე, ჩემი ცხოვრება კაზინოა.


თენგო 49 წლის: სამსახურიდან გამიშვეს. არაერთხელ. მხოლოდ იმის გამო რომ აზარტულ თამაშებზე ვარ დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონია ამ მიზეზით სამსახურში პრობლემა -არ მომიპარავს, არ მისესხებია ფული... მხოლოდ იმის გამო, რომ ვთამაშობ, დღემდე ვერ ვიწყებ მუშაობას. მიწევს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ძველი თანამშრომლებისთვის ფულის თხოვნა. ხშირად, ვიგებ კიდეც და ვაბრუნებ ნასესხებ თანხას. გაუგებარია დამსაქმებლის მხრიდან ეს დამოკიდებულება. თუკი მის კომპანიას არ ვეხები, რატომ მათავისუფლებს ამ მიზეზით?!


როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, მოთამაშეებში ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ აღიქვამენ და შესაბამისად არც აღიარებენ თამაშზე დამოკიდებულებას, იგივე - ლუდომანიას. ეს დაავადებაა, რომელიც ცვლის ფსიქიკას და ინტერესთა არეალს. კაზინოში გარემო ფაქტორები მნიშვნელოვნად ხელშემწყობია - სიბნელე, უფასო სასმელი. კაზინოში არ არის საათი - იქ შესულები კარგავენ დროის განცდას. თამაშზე დამოკიდებული ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ, მათ შემდგომ უკვე ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე ემართებათ სტრესი, ეწყებათ დეპრესია. სახელმწიფო კარგავს ადამიანურ/გონებრივ რესურსს. ინგრევა ოჯახები.

აზარტული თამაშები რიგ შემთხვევებში ხელს უწყობს კრიმინალს, რადგან დამოკიდებულების შემთხვევაში ფულის მუდმივი საჭიროებაა, რომელსაც ადამიანები არალეგალური გზით შოულობენ - სესხის აღება და არ გადახდა, ქურდობა, დაყაჩაღება, სახლიდან ნივთების გატანა, სუიციდი და სხვა. აზარტული თამაშების თანმხლები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი ფულის გათეთრებას უკავშირდება. („საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2015 წლის კვლევის თანახმად, ონლაინთამაშების გვერდზე შექმნილი ფიქტიური ანგარიშების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა საბანკო ანგარიშზე ისე რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს, რაც ართულებს ონლაინ-თამაშების საშუალებით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგს).

ამას გარდა, ორგანიზაცია ”გემბლინგის კვლევისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი”, რომელიც თანამშრომლობს ”ქალთა საინფორმაციო ცენტრთან” და ერთ-ერთი მიმართულება ოჯახში ძალადობის პრევენცია და შესწავლაა, კვლევისა და გემბლინგის მსხვერპლთა მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ძირითადად არიან აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების უშუალო მსხვერპლნი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა დიდი რაოდენობა მძიმედ აწვება ეკონომიკასაც. არსებობს არგუმენტი, რომ თამაშებიდან შემოსული თანხა მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხაზინისთვის, ამიტომ ცენტრალურ ადგილებში უამრავი ისეთი აზარტული სათამაშო ცენტრია, სადაც არც ასაკობრივი და არც დროითი შეზღუდვა არ არსებობს, რასაც მოჰყვება მატერიალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზარალი - ამას კი ბიუჯეტში შესული ვერანაირი რაოდენობის თანხა ვერ აანაზღაურებს.

ბიზნესსუბიექტებისთვის/ონლაინ თამაშების ორგანიზაციებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს - ისინი ბიუჯეტში უმცირეს გადასახადს იხდიან. უფრო კონკრეტულად - ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები თითქმის არ შედის.

საქართველოში სათამაშო ბიზნესს სამი კანონი არეგულირებს: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ - მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლი, მოქალაქეთა ინტერესების და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად, “აზარტული თამაშობები არის თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბრობლის, სათამაშო აპარატის ან სხვა სათამაშო ინვეტარის მეშვეობით”.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებზე ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს. მიზანია, შეიქმნას თამაშზე დამოკიდებული პირების სია, რომელშიც, მოთამაშის გარდა, მის ოჯახის წევრსაც ექნება შესაძლებლობა, თამაშზე დამოკიდებული პირის მონაცემები ბაზაში შეიტანოს. ასეთი პირი სიაში შეჰყავთ 3 წლის ვადით. თუმცა, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მშობელმა შესაძლოა, არ მოისურვოს მისი შვილი ბაზაში იყოს და სამომავლოდ რამე პრობლემა შეექმნას.

საბოლოო ჯამში, პრობლემის გათვალისწინებით სახელმწიფო დგას სამი - ადამიანური/ინტელექტუალური რესურსის დაკარგვის, ეკონომიკური და კრიმინოგენული პრობლემის წინაშე.

სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ჯანსაღ გარემოს, ამისთვის კი საჭიროა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეგულარულად აკვირდებოდნენ ამ დარგში მიმდინარე მოვლენებს, აფასებდნენ რისკებს; უნდა ხდებოდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება, სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და თამაშზე დამოკიდებულების პრევენცია. აუცილებელი უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მონაცემების გადამოწმება საჯარო რეესტრის ბაზაში და პირის იდენტიფიცირება კონტაქტის სხვადასხვა საშუალებით - იქნება ეს LIVE-ვიდეო თუ პირადი კონტაქტი. ამასთან, კარგი იქნება განათლების სამინისტროს ჩართულობა აღნიშნულ პროცესში, რაც გულისხმობს სკოლებსა და უნივერსიტეტებში შესაბამისი მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას თუ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მიწოდებას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი