Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 11:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
ილია მეორე - მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს
14 ოქტომბერი 2018 14:07
მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს "სვეტიცხოვლობა" მიულოცა.

"დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას კარგი და მძიმე. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოსი. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ადამიანმა, ქართველმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება. მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის კურთხევა ხდებიდა სვეტიცხოველში, პატრიარქების და ეპისკოპოსების კურთხევა.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილია. ქრისტეშობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი ჯვარი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს. ბედნიერები ვართ რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენთან არის პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დღესასწაულს", - განაცხადა პატრიარქმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე - მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი