Loading...
Close
26 მარტი 2019 20:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
14 ოქტომბერი 2018 09:51
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს ”კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი ააგო, XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ილია მეორე - მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს
მთავარი თემა

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ
სოფიო კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი