Loading...
Close
26 მარტი 2019 21:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
არჩილ გამზარდია - 'ქართულმა ოცნებამ' ომი გამოუცხადა საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს - ამ ომში პირდაპირ უნდა ჩავებათ თითოეული ჩვენგანი
17 ოქტომბერი 2018 13:57
ანალიტიკოსის, ტელეკომპანია "იბერიას" წამყვანის არჩილ გამზარდიას პოზიცია ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებაზე:

''11:00 - "იბერიაზე" ახალი ამბები არ გასულა..

13:00 - "იბერიაზე" აღარ გავა "პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან" ერთად.

14:00 - "იბერიაზე" აღარ იქნება ახალი ამბები.

15:00 - "იბერიაზე" აღარ გავა ბიზნეს-კოდი.

16:00 - "იბერიაზე" აღარ გავა "ფაბრიკა".

17:00 /18:00/19:00 - "იბერიაზე" აღარ იქნება "ახალი ამბები."

20:00 - "იბერიაზე" აღარ გავა "თავისუფალი სივრცე".

და ა.შ. აღარ გავა "ინტერვიუ ვანიჩკასთან", "ხარისხის კონტროლი", "პიკნიკი", "წიგნის თარო", "დიალოგი", "პოლიტიკური ალგორითმი", "ღამის გამბიტი" და სხვა უამრავი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემა.

დღეიდან აღარ გავა საკმაოდ დიდი ინდუსტრია თავისუფალი სიტყვისა, მიუკერძოებელი, კრიტიკული სიტყვისა ჩვენს მედიაში.

შაგრენის ტყავივით დავიწროვდა თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში.

ვუბრუნდებით არა თუ პოსტკომუნისტურ, არამედ პირდაპირ საბჭოური პერიოდის საზოგადოებრივ წყობას.

სიცარიელეს.

ხელისუფლების ერთმხრივ პროპაგანდას.

თითოეული ჩვენგანი უკვე გახდა "ქართული ოცნების" ძალადობის მსხვერპლი.

და ეს ძალადობა მზარდია.

თითოეულ ჩვენგანს, თუ კი ვინმე რამეში არ ვეთანხმებით და ვაკრიტიკებთ, ხელისუფლება განიხილავს მტრად,

ეს მტრობა ხელისუფლებამ თავად წამოიწყო.

"ქართულმა ოცნებამ" ომი გამოუცხადა საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს.

არც კი ვიცი, "ქართული ოცნების" მიმართ გულდაწყვეტა უფრო მაქვს თუ სიბრაზე.

მაგრამ... ვიცი... რომ ამ ომში უკვე პირდაპირ უნდა ჩავებათ თითოეული ჩვენგანი, საკუთარი უფლებებისა და სახელმწიფოს გადასარჩენად. ვიცი, რომ უნდა ვიპოვოთ ძალა, ფორმა, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა დიქტატორ ხელისუფლებას, რომელსაც ფულის მომხვეჭელობისა და ძალაუფლების გარდა არაფერი აღელვებს.

თითოეული მოქალაქე უკვე ჩაბმული ვართ ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ომში, ახლა არჩევანი ჩვენზეა, უბრალოდ, ბოლომდე გავანადგურებინებთ თავს თუ ბრძოლაში შევალთ გამარჯვების იმედით.

გამოწვევა მიღებულია!", - წერს არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის გვერდზე.



'ვალი რომ არ გადაეხადა ოქუაშვილს, გამოგიყენათ ბოლომდე და ახლა დაგხურათ' - კოკა ყანდიაშვილი არჩილ გამზარდიას

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ტელეკომპანია 'იბერიამ' მაუწყებლობა შეწყვიტა
მთავარი თემა

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ
სოფიო კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი