Loading...
Close
25 მარტი 2019 15:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხომ გახსოვთ 'ტიტანიკის' ამბავი? მე ვაპირებდი ჩაძირვას - კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, მაგრამ საიდანღაც 'გამოტყვრა' ოსვალდი
17 ოქტომბერი 2018 18:10
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინაღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ვიდეომიმართვაში ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებებს ხუმრობით პასუხობს და აცხადებს, რომ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„დღეს ფარცხალაძის კანტორამ რაღაცები ილაპარაკა ჩემზე. მეც მაქვს ჩემზე რაღაც ამბები გასაზიარებელი. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. ხომ გახსოვთ „ტიტანიკის“ ჩაძირვის ამბავი? მოკლედ მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და მე უკვე აღარ გამომივიდა. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ? კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც „გამოტყვრა“ მერე ეს ოსვალდი და მაგან მოკლა. ეეჰ, არადა ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ მოვასწარი იოანე მაჩაბელის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა. მართალია, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და მან გააკეთა ორგანიზება იმიტომ რომ გორელი იყო.

სხვათაშორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას.

ეს ისე, ხუმრობით და ისე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის წლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე დაავიწყოს, თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადაადგო და რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება.

მისი აღსასრული ახლოვდება. 28 ოქტომბერს არის საპრეზიდენტო არჩევნები რომელსაც ის აგებს კატასტროფულად“... - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი