Loading...
Close
19 ნოემბერი 2018 19:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
შსს-მ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
18 ოქტომბერი 2018 19:51
თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

"ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს. მათი ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პირი, რომელიც 10-კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენის შვილია
მთავარი თემა

ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტი მოქალაქეს მილიარდნახევარი ვალი უნულდება - პრემიერის საგანგებო განცხადება
ვინ და რას გვპირდება - სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი