Loading...
Close
25 მარტი 2019 16:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'ქართული ოცნების' კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
18 ოქტომბერი 2018 18:24
„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ შიდა კვლევების შედეგად, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანოსნებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლები, მიმდინარეობს წარუმატებლად. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული, ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია მედიისა და საზოგადოების ინტერესი, მივიღეთ გადაწყვეტილება შიდა კვლევების გასაჯაროების შესახებ. კვლევების თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას - 48%.

ე.წ. ალოკაციის მიხედვით კი, შემდეგნაირია - სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი