Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 00:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ტელეკომპანია 'იბერიას' გათავისუფლებული თანამშრომლები ხელფასს და კომპენსაციას ითხოვენ
23 ოქტომბერი 2018 14:22
ტელეკომპანია "იბერიასთან" ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელმძღვანელობისგან 2 თვის კომპენსაციას და 3 კვირის აუნაზღაურებელ ხელფასს ითხოვენ. თუ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, თანამშრომლები აცხადებენ, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და თანხების ასანაზღაურებლად სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

აქციის ორგანიზატორი „იბერიას" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრები არიან.

"იბერიას" პროფკავშირების ხელმძღვანელის გიორგი ჯიბღაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები ამ დრომდე ტელეკომპანიის დირექტორის მაკა ჯაფარიძის მიერ უგულებელყოფილია.

პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმოადგენელმა ლავრენტი ალანიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ოფიციალურად 80 თანამშრომელია გათავისუფლებული.

ამასთან, ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს. თანამშრომლების ინფორმაციით, ტექნიკის გატანის ფაქტი თავად დაინახეს.

„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2“-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს. ეს იყო შტატივები, „ლაივუს“ აპარატი და კიდევ რაღაცები. ალბათ, ათხოვეს ან მიაქირავეს არჩევნებისთვის, არ ვიცი. ფაქტი დავინახე, რომ წაიღეს აპარატურა“, – აღნიშნა ოპერატორმა თემო დეკანოიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი ვოლსკი - ზაზა ოქუაშვილი არც ბიუჯეტში იხდის თანხას და არც ტელევიზიის თანამშრომლებს უხდის ხელფასს
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი