Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე - თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ
24 ოქტომბერი 2018 00:12
კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნლისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელწერაც გვახსოვს დღეს, ცდილობს და ილაშქრებს მარიხუანას დათესვის და წარმოების წინააღმდეგ. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენივე გუნდის წევრმა, „გირჩის“ ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ რამდენი მომხმარებელი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ნარკოტიკს. ისევ თქვენი გუნდის ყოფილმა წევრმა შეგახსენათ და თქვენი დირექტორი დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში. თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ იმის, რაც დღეს გინდათ, რომ აიღოთ, აიტაცოთ ხელში. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მისი გუნდის წევრები ასახელებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ასევე, ასახელებენ თქვენი ტელევიზიის დირექტორსაც. ასევე, მყავს თქვენი ლიდერიც ნანახი ტელევიზიით ამ თემაზე. ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ქართული ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე, ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თემა, ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცინიზმია.

კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკულ მოხმარებაზე. ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, საპატრიარქოს რეაქცია და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. მეც ვმონაწილეობდი კანონპროექტის განხილვაში, სანამ პარლამენტში შევიდოდა. რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა - 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო, ვინც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია და როცა გუნდშიც გვქონდა ამის განხილვა, გუნდის წევრების ნაწილს არ მოსწონდა ეს ჩამონათვალი და ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან. ასევე, უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით. რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, გუნდის რეაქცია იყო ადეკვატური და კანონპროექტი შევაჩერეთ. გაგრძელდება ამაზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავალთ. თქვენს ზრუნვას და შფოთვას კი ვერ გავიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის არანაირი მორალური საფუძველი არ აქვს და არ გვჯერა, რომ თქვენ ამაზე შფოთავთ. თქვენ არ შფოთავთ ამაზე, თქვენ ეძებთ ინტრიგებს. სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების მიზნით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პატრიარქს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი