Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პრესის დაიჯესტი
გიორგი მარგველაშვილი - მინდა შევქმნა პრეცედენტი, რომ ქვეყანამ პრეზიდენტი არ მოკლას, არამედ პრეზიდენტი წავიდეს მშვიდობიანად
24 ოქტომბერი 2018 12:02
მინდა შევქმნა ისეთი პრეცედენტი, რომ ქვეყანამ პრეზიდენტი არ მოკლას, არ ჩასვას რაღაც იზოლაციაში, არ ჰყავდეს ქვეყნის გარეთ დევნილობაში, არამედ როგორც ეს ევროპული სტილის საზოგადოებაში ხდება - პრეზიდენტი წავიდეს და ეს მოხდეს მშვიდობიანად, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

„ჩემი მიზანი აქამდეც, აქ და ამის მერე იქნება, რომ, პირველ რიგში, არ გვქონდეს ერთმანეთის მიმართ ასეთი სიძულვილი და განადგურების სურვილი. მეორე - რომ სახელმწიფო, როგორც ამ თანაარსებობის გარანტი იყოს ძლიერი და ემსახურებოდეს ამ მრავალფეროვნებას. მე ყოველთვის შევეცდები, რომ ერთმანეთისთვის ყელის გამოღადვრის ემოცია ჩამშვიდდეს და ეს არ იყოს ტრენდული, კარგი და დადებითი ტონის მაჩვენებელი, როდესაც შენ მეორე ადამიანი გძულს. დღეს ამით ხდება საკუთარი თავის პრეზენტაცია, რომ გადახედოთ პოლიტიკურ განცხადებებს. საკუთარი თავის პრეზენტაციას პოლიტიკოსები ახორციელებენ აგრესიით და მეორე ადამიანის მიმართ სიძულვილით. ეს ძალიან ცუდი ტრენდია და ძნელი სათქმელია, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ტრენდი. ამ წუთაც მე ჩემს თავს ქმედით პოლიტიკაში ვერ ვხედავ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვხედავ თავს საზოგადოებაში პოლიტიკურ აქტორად. მინდა შევქმნა ისეთი პრეცედენტი, რომ ქვეყანამ შეიძლება პრეზიდენტი არ მოკლას, არ ჩასვას რაღაც იზოლაციაში, კრწანისში, საიდანაც ის ვერ გამოვა, არ ჰყავდეს ქვეყნის გარეთ დევნილობაში, არამედ როგორც ეს ევროპული სტილის საზოგადოებაში ხდება - პრეზიდენტი წავიდეს და ეს მოხდეს მშვიდობიანად. ეს იქნება მაგალითი მომავალი პრეზიდენტებისთვისაც, იმიტომ რომ თუ შენ ეს გადარჩენის დონეზე გაქვს - ან უნდა მოგკლან, ან უნდა გაიმარჯვო - ეს შენც გარადიკალურებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი