Loading...
Close
26 მარტი 2019 20:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
ირაკლი კობახიძე - გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში 
24 ოქტომბერი 2018 20:43
„დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში, სფფ-ის ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

„ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ, ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს და ამიტომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც დღეს ჩვენი ფეხბურთი განიცდის. მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულს და გულს დებს ამ საქმეში. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ეროვნული ნაკრების განსაკუთრებული წარმატების ფონზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს და დღევანდელი დღეც, ამ ბაზის მოწყობაც, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში. გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში, უფრო ადრე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის წევრს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელიც, ნამდვილად, სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ ეს საქმე, ასეთი ხარისხით და ასეთი სახით ვერ გაკეთდებოდა, რომ არ იყოს მთელი გული და სიყვარული ჩადებული იმ საქმეში, რომელიც კეთდება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ და მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ლევანს, ისევე თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც არის ჩართული ამ, ნამდვილად, საშვილიშვილო საქმეში. მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და მინდა ვუსურვო მათ ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ
სოფიო კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი