Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 02:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს იმის რისკი, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ
25 ოქტომბერი 2018 10:54
საქართველოში ჩვენ გვაქვს რისკი იმისა, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. როცა ვინმე ამბობს, რომ 2-ჯერ 2 არის 4, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მე ვამბობ, რომ 2-ჯერ 2 არის 4 , - ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა, რომელმაც უპასუხა კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირებზე სესხების დაკრედიტების ახალი წესი ეკონომიკური ზრდის ტემპს 3%-ით შეამცირებს, როგორც ამას საბანკო სექტორი პროგნოზირებს.

„საქართველოში ჩვენ გვაქვს რისკი იმისა, რომ ჭარბვალიანობა გადავიდეს სისტემურ პრობლემაში და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო ფინანსური დონორების ანგარიშებს ჩვენს შესახებ, ნახავთ, რომ თითოეული მათგანი ამას აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს არის სწორი ნაბიჯი. ისევე როგორც სწორი ნაბიჯია დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენ უნდა გავხადოთ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი გარე ფაქტორების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ საქართველოს მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და ამავე დროს უზრუნველვყოთ ის, რომ გარე ფაქტორები მინიმალურ გავლენას ახდენდეს შიდა ეკონომიკაზე. მე მხარს ვუჭერ სრულად იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დედოლარიზაციისა და ჭარბვალიანობის შემცირებისკენ.

მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს შორის და მე ვფიქრობ, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება. ჩვენთვის მთავარია მივაღწიოთ მდგრად და ინკლუზიურ ზრდას საქართველოში. თუ ჩვენი ეკონომიკური მოდელი იქნება მყიფე გარე ფაქტორების მიმართ, ის ვერასდროს იქნება მდგრადი. სამწუხაროდ, საქართველომ თავისი ეკონომიკური ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ ეს გამოსცადა, თუ რამდენად მტკივნეულია გარე ფაქტორის შედეგად მიღებული ზიანი თითოეული მოქალაქისთვის. საქართველოს მთავრობას და ჩვენ გვმართებდა ამ რეგულაციების და ამ ძალიან მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაზე ზრუნვა გაცილებით ადრე“, - განაცხადა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი