Loading...
Close
19 ნოემბერი 2018 19:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლოს წინაშე საუდის არაბეთში წარსდგებიან
27 ოქტომბერი 2018 12:41
ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული პირები სასამართლოს წინაშე საუდის არაბეთში წარსდგებიან, - ეს განცხადება საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა გააკეთა.

„ხაშოგის საქმემ ისტერიკა გამოიწვია, - გამოძიებას დრო სჭირდება, ფაქტების დადგენა კი ადვილი არაა. ჩვენ პასუხისგებაში მივცემთ ყველას, ვინც ხაშოგის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს. ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული, სასამართლოს წინაშე საუდის არაბეთში წარდგება“, - განაცხადა ალ-ჯუბეირმა.

წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

25 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტი მოქალაქეს მილიარდნახევარი ვალი უნულდება - პრემიერის საგანგებო განცხადება
ვინ და რას გვპირდება - სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი