Loading...
Close
19 ნოემბერი 2018 20:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ბათუმი 'საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას' მასპინძლობს
1 ნოემბერი 2018 12:26
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცი“-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

„ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მაღალი რანგის კონფერენციების სისტემატიურად გამართვა, სადაც არაერთგზის ფიქსირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე და ურყევი არჩევანი. ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა რეგიონის მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

ღონისძიებაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) 2 ნოემბერს დასრულდება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე – მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს, გრძელდება გატაცებების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები
მთავარი თემა

ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტი მოქალაქეს მილიარდნახევარი ვალი უნულდება - პრემიერის საგანგებო განცხადება
ვინ და რას გვპირდება - სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი