Loading...
Close
19 ნოემბერი 2018 20:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ოპერატორი კომპანიის დაუდევრობა და ტრაგედია ქედაში - პროფკავშირების გაერთიანების განცხადება 
1 ნოემბერი 2018 14:06
პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ქედაში დატრიალებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა. პროფკავშირების გაერთიანება 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭიკაძეებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რა დროსაც ქვის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოებს 6 წლის გიგა ოსანაძე ემსხვერპლა.

„მედიაში გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარეობს. აღნიშნულ კარიერზე სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიები - შპს „ალბაირაქი" და შპს ,,დინამიტი-ლ.დ" აწარმოებენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით, მომხდარი ფაქტის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

პროფკავშირების შრომის დაცვის დეპარტამენტის შეფასებით, დარღვეულია საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 432-ე დადგენილებით არის დამტკიცებული.

რეგლამენტის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე. ასევე, უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით. იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დაირღვა ზემოთხსენებული პარამეტრების ნაწილი ან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული რეგლამენტი. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი დააკავეს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ბოლომდე დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და იმედს იტოვებს, რომ შსს-ს მიერ მოკვლეული იქნება უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა ყველა დეტალი, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წარმოშობს“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ტრაგედია ქედაში - კარიერის აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის საქმეზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს
მთავარი თემა

ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტი მოქალაქეს მილიარდნახევარი ვალი უნულდება - პრემიერის საგანგებო განცხადება
ვინ და რას გვპირდება - სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი