Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - 'ქართული ოცნება' უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე - კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით. და რას აკლებთ?
2 ნოემბერი 2018 19:00
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდებისა და ოჯახებისთვის დანამატის გაზრდის საკითხს სოციალური ქსელის გვერდზე აფასებს.

„ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე 10-ლარიანი დანამატის გაცემა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო იმის მიუხედავად, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გასცა ამგვარი დანამატის 25 ლარის ოდენობით გაცემის რეკომენდაცია. 1 დოლარი მაშინ 1.66 ლარი იყო, ხოლო ფასები ბავშვის საკვებსა და მედიკამენტებზე - გაცილებით დაბალი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ “ქართული ოცნება” უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა - მსგავსი არაფერი ეწერა. 1 დოლარი ამჟამად 2.75 ლარია.

როდესაც “ევროპული საქართველო” მუდმივად აყენებდა არა მხოლოდ სოციალური დახმარებების, არამედ ასაკობრივი და შშმ პირების (როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის) პენსიის ზრდის საკითხს, “ქართული ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ?

ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით. და რას აკლებთ? ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა ბიუჯეტის ხალხის საკეთილდღეოდ გადალაგება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი იმითაცაა კარგი, რომ “ქართული ოცნება” ამაზე აიძულა. მაგრამ მხოლოდ სოციალური ხარჯის ზრდა ფასების ზრდის სახიფათო სპირალში უფრო ღრმად შეგვიყვანს (ისე შესულები ვართ “ქართული ოცნების” წყალობით), თუ ამის პარალელურად არ გვექნა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს ლარისა და ფასების სტაბილურობის, უმუშევრობის შემცირების და სიღარიბის დაძლევის მთავარი ფაქტორი. ამას გადასახადების დაწევა და “ქართული ოცნების” მავნებლური რეგულაციების გაუქმება სჭირდება. ამას კი - დიახ, მართალი ხართ, ახალი და კომპეტენტური პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. ამიტომაც უნდა დამარცხდეს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრემიერი - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი