Loading...
Close
19 მარტი 2019 09:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი - შესაბამისი ორგანოები იძიებენ ინფორმაციას, რომ ჯამალ ხაშოგის ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს
5 ნოემბერი 2018 13:38
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუათ ოქთაის განცხადებით, შესაბამისი ორგანოები იძიებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს. მისი თქმით, თურქეთი ყველაფერს აკეთებს დანაშაულის გამოძიებისთვის და გამოძიება წარმატებულად მიმდინარეობს.

„აქამდე თურქეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ხაშოგის ცხედარი დანაწევრებული იყო. ახლა არის ეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მისი ცხედარი მჟავის საშუალებით გააქრეს. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ფუათ ოქთაიმ.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სიმართლის გამოაშკარავებაში დაეხმაროს
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი