Loading...
Close
19 მარტი 2019 09:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კონფლიქტები
ციხელაშვილი - არ შევეგუებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება 
7 ნოემბერი 2018 13:27
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცში იმყოფება, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს. მისივე თქმით, რუსეთის მხარე ცდილობს, რომ შემოსაზღვროს „სამხედრო გეტო“.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ რაც აქედან 50 მეტრში ხდება ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მინდა ამ ადგილიდან ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით, ჩვენ არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მე დღეს აქ ყოფნით მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ მათთან და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს. ასევე, იმ ხალხის ინტერესებს, ვინც დაზარალებულია ამ მავთულხლართების პოლიტიკით დღეს.

ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და იქ დარჩენილებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიან. რუსი სამხედროების მიერ ამ არარსებული საზღვრის გადაკვეთისას დაკავებული ადამიანების თითქმის 90% არიან სწორედ ისინი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გადაადგილება სჭირდებათ. ეს არის ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით მტკიცე და ძლიერი, არ მივცეთ ამ პროვოკაციებს იმის ნება, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ აუცილებლად სტაბილურად უნდა განვვითარდეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა და არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დაეხმარონ.

„არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დავეხმაროთ. კერძოდ, დავეხმაროთ 200-ლარიანი ვაუჩერებით, ყველა სტუდენტი დავაფინანსოთ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში 471-დან 1200-მდე გაიზარდა. კიდევ მეტი ვიქნებით და არ დატოვებს ეს მოსახლეობა ამ სოფლებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სოფელ ატოცის მოსახლეობა მიწებს კარგავს - ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ახალ მავთულხლართებს ავლებენ
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი