საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "არა ნაციზმს" იმყოფება. მან შეკრებულ საზოგადოებას მიმართა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"აქ ვხევად ხალხს, რომლების არ შეუსინდნენ არაფერს, რომლების ვერ მოისყიდეს, რომლებზეც ძალადობდნენ, დევნიდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ, ატერორებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ხელისუფლებამ ვერ დააფასა. ეს ის ხალხია, რომელიც ყოველთვის იკრიბებოდა კრიტიკულ დროს და ამბობდა და იტყვის გადამწყვეტ სიტყვას. რატომ ვართ აქ და ვდგავართ იგივე საფრთხის წინაშე, რის წინაშეც 6 წლის წინ ვიდექით? ჩვენ კიდევ ერთ შანსს მივცემთ ამ ხელისუფლებას, ან ამ ქვეყანაში დაბრუნდება სოციალური ზიზღით გაჟღენთილი სისხლიანი რევანში. ერთადერთი გზა გადის სალომეს არჩევნებში გამარჯვებაზე. მოვუწოდებთ ყველა ჩენს თანამოაზრეს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გამოვაცხადეთ სრული მობილიზაცია. ჩავალთ ყველა დიდ ქალაქში - გადავტეხავთ წელში ამ ბოროტებას!", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.