Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:06
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას მოითხოვს
7 ნოემბერი 2018 15:25
ვითხოვთ, რომ გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო," - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელმოწერები გროვდება ორი მოთხოვნით: გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით და გაუქმდეს თავად საკონსტიტუციო სასამართლო. მისი თქმით, თანამდებობიდან უნდა განთავისუფლდნენ სააკაშვილის მიერ მართული მოსამართლეები.

„ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებებს მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ. აქ არის ორი ცვლილება. პირველი - გაბათილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბაკქანალია, რომელიც მიდის ქვეყანაში, ყველა ეზოში ეწევიან ახალგაზრდები, მათი გენოციდი მიდის, შეწყდეს ეს პროცესი. შეიცვალოს ის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო და მეორე ცვლილება, რასაც ვითხოვთ - გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი გაუქმების შემდეგ, ვითხოვთ მისი ფუნქციების გადაცემას ჩვეულებრივი სასამართლოებისთვის. დავუშვათ, თუ გურჯაანელ გლეხს სადაო აქვს მთავრობასთან ან პარლამენტთან, ბათუმში კი არ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, გურჯაანის სასამართლოში მივიდეს და იქ უჩივლოს მთავრობას. ისე არ უნდა იყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოა, არ საჩივრდება და უნდა დავიღუპოთ იმის გამო, რომ ოთხმა კაცმა ასე გადაწყვიტა. ამ ოთხი კაციდან ერთი სააკაშვილის დანიშნულია, ერთი - მარგველაშვილის და ორი - "ქართული ოცნების". ოთხი კაცის სრული კოჰაბიტაცია შედგა და ოთხივემ ერთად ხელი მოაწერა ქართველი ერის განადგურებას. მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - ბატონო ბიძინა, დაგიდგებით გვერდით, ოღონდ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კონსტიტუცია და მიიღოთ ის ცვლილება, რომელიც გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების ჩვეულებრივი სასამართლოებისთვის გადაცემას. ეს კი არის რეორგანიზაცია. რეორგანიზაცია გულისხმობს ყველას განთავისუფლებას და კადრების თავიდან არჩევას. აი, ეს არის კარგი რეორგანიზაცია, რომ სააკაშვილის ყველა მოსამართლე განთავისუფლდეს თანამდებობიდან. თავიდან დაკომპლექტდეს სასამართლო. ვერასდროს ვერ აღდგება სამართლიანობა, ვიდრე სააკაშვილის მიერ მართული მოსამართლეები იქ სხედან," - განაცხადა კობა დავითაშვილმა.



კოკა გუნცაძე - წელში გადავტეხავთ ბოროტებას, რომ არ დაბრუნდეს სოციალური ზიზღით გაჟღენთილი სისხლიანი რევანში



ლევან გაჩეჩილაძე - ჩვენ ვიცავთ თქვენს თავისუფლებასაც, იმ 600 000 კაცის თავისუფლებასაც!



კობა დავითაშვილი - დაიწყოს დემასიფიკაციის პროცესი - სასამართლო, პროკურატურა, შსს და ყველა სახელმწიფო უწყება გაიწმინდნონ ჯალათებისგან!



ხაინდრავა - დიახ, სალომე ზურაბიშვილს მივუტანე თაიგული და ყველა მამაკაცის სახელით ბოდიში მოვუხადე


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კოკა გუნცაძე - წელში გადავტეხავთ ბოროტებას, რომ არ დაბრუნდეს სოციალური ზიზღით გაჟღენთილი სისხლიანი რევანში 
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი