Loading...
Close
17 ოქტომბერი 2019 02:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა - საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა ანუ მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი 
7 ნოემბერი 2018 15:38
არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა - მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა.

„ეს იყო კაცთმოძულეობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩადიოდა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ თურმე ეს 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ რამას დამართავს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი მცნება - სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არ გვაქვს გააზრებული, სად ვიყავით და სად ვართ.

ეს შხამ-კომბინატები ძალიან სერიოზულად ფინანსდება, რადგან ჩვენ დავუშვით მათი არსებობა. იქიდან ყოველდღიურად მოედინება ძალადობა, გარყვნილება, ცილისწამება, სიცრუე და ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლებით არის შეზღუდული და ამას ტელევიზიები ჰქვია, ბუნებრივია, ყველა არა. დილით ვიღვიძებთ უბედურებით, მთელი დღე ვიკვებებით უბედურებით და ძილის წინ დიდ „პორციას“ უბედურებას, სიცრუეს, ძალადობას და გარყვნილებას ვღებულობთ. ამ შხამ-კომბინატებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ 600 000 ადამიანი მივიდა და მოძალადეებს მისცა ხმა. ამ ფარჩაკებმა რა უნდა გვითხრან?“, - განაცხადა ხაინდრავამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კოკა გუნცაძე - წელში გადავტეხავთ ბოროტებას, რომ არ დაბრუნდეს სოციალური ზიზღით გაჟღენთილი სისხლიანი რევანში 
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი