Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 01:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ია მეტრეველი - მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ - არ დაგეზაროთ არჩევნებზე მისვლა
7 ნოემბერი 2018 16:42
მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა, - ამის შესახებ ია მეტრეველმა ოპერის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

„მინდა მოგიწოდოთ, ნუ დასხდებით სახლში. ნამდვილად სამართლიანად ხართ განაწყენებული არსებულ ხელისუფლებაზე. ასევე ვარ მეც გულდაწყვეტილი და გულნატკენი. არაფერი კეთილდღეობა, ღმერთმა დამიფაროს. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შვილებს აღარ გვიხრვიტავდნენ ქუჩაში. მინდა, რომ ბუტას მეგობრებმა ბედნიერად იარონ და ისაუბრონ თბილისის ქუჩებში. მინდა, რომ ეს თბილისი ისევ ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა დუბინკებით გვისწორდებოდნენ, მიტინგებიდან ბავშვებს იტაცებდნენ და კლავდნენ. გაიხსენეთ რა დღეში ვცხოვრობდით. არ შეიძლება იმ რეჟიმის უკან დაბრუნება. მთელ თბილისს კარდაკარ მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ არჩევნებზე მისვლა. პირადი წყენა ყველამ უკან უნდა გადავდოთ, ხალხო. მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ. არ შეიძლება, რომ ისევ ის რეჟიმი დავუშვათ. არ იცით ვისი შვილი იქნება შემდეგი.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს იმ ბოროტებას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. მთავარია ახლა გავიმარჯვოთ და მერე იცოდეთ, რომ ყველაფერი იქნება სხვაგვარად. ხელისუფლებას კარგი სილა გააწნა საზოგადოებამ. მათ გააცნობიერეს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებენ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: საზოგადოებრივი მოძრაობა 'არა ნაციზმს' რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავს
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი