Loading...
Close
10 დეკემბერი 2018 23:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ცაგურია გვარამიას წინააღმდეგ - ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
8 ნოემბერი 2018 12:30
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.

''სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება'', - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ეხება 4 ნოემბერს, გადაცემაში ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი რომ არის, „რკინიგზის“ PR-ი - დაჩი ცაგურია... დაჩი ცაგურია და მამამისი ყოფილან გავლენიანი ხალხი სამტრედიაში. რკინიგზელია მამამისი, თუ რაღაცა. დაჩი ცაგურიასთვის უთქვამთ იქაურ ავტორიტეტებს, მათ შორის, ქურდებს და ა.შ. დაელაპარაკე და ისე გააკეთე, რომ სამტრედია მოვიგოთ და მერე ფულს გადავიხდითო. ისიც დაელაპარაკა ამ სკაიპით და უთხრა, რომ ე.წ. „გრევი“, ანუ ფული იქნებაო. წააგეს სამტრედია. ქურდებმა და ავტორიტეტებმა მოითხოვეს „გრევი“, რაზეც დაჩი ცაგურიამ უთხრა, - ''ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ მაძლევენ ფულს იმიტომ, რომ წავაგეთ''-ო.

კარგიო, - უთხრეს ამათმა, - მამაშენმა იცის სად გეძებოს, როცა დაიკარგებიო. დაემუქრნენ ფაქტიურად და არის კატის დღეში, უბედური დაჩი ცაგურია და ასევე, უბედური მამამისი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ საფრთხის ქვეშ არის ეგ კაცი. არ ვიცი თქვენ გითხრათ თუ არა, მაგრამ არის საფრთხის ქვეშ კანონიერი ქურდებისა და ავტორიტეტების მხრიდან და მიაქციეთ ყურადღება იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეა და ნამდვილად არ მსურს, დამნაშავეების ხელში მოხდვეს, მითუმეტეს, რომ სხვის დავალებას ასრულებდა. აი, ეს არის „ოცნების“ მოკლე მიმოხილვა - რას შვრება და როგორ შვრება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ეთერში.

უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას თქმით, ნიკა გვარამიამ მის მიმართ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მისივე განმარტებით, გვარამიას მხრიდან ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

„ის, რაც მან დამაბრალა, სიცრუეა. მე მივმართე პროკურატურასაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან რასაც გვარამია მაბრალებს, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ვაპირებ მივმართო სასამართლოსაც ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფის მოთხოვნით“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი