Loading...
Close
19 მარტი 2019 09:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'უნდა გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება' - სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა 
8 ნოემბერი 2018 16:27
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. ადგილზე ვითარების გასაცნობად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.

"აქ ჩამოვედი, რადგან მოითხოვა მდგომარეობამ რომ აქ ჩამოვსულიყავი. მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი. საქართველოს პრეზიდენტი აღარ აყვება პროვოკაციებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს.

იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას, როგორც პრეზიდენტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი ნაბიჯი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს.

''მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.



პრემიერი - არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ



სოფელ ატოცის მოსახლეობა მიწებს კარგავს - ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ახალ მავთულხლართებს ავლებენ




ციხელაშვილი - არ შევეგუებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი