Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი რემიკ პოღოსიანის ცემის ფაქტზე - გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული 
8 ნოემბერი 2018 16:55
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალქალაქის გუშინდელ ინციდენტზე ეჭვები არსებობს და გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული. მისი ინფორმაციით, დაზარალებული ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და უბედური შემთხვევა იყო.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დავიწყეთ. ოპოზიციამ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებული გუშინ გამოვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამავდროულად კიდევ განსხვავებული განცხადებები ვრცელდება, მათ შორის დაზარალებულის და ოჯახის წევრების მხრიდან. ყველას მინდა მოვუწოდო ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები უნდა მიბრძანდნენ და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდონ. საგამოძიებო ორგანოების მიღმა ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა- არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით არასწორია. ან უნდა ჩამოყალიბდნენ ერთიან პოზიციაზე და საგამოძიებო ორგანოში ისე მივიდნენ, ან ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რაღაც ზეწოლა განხორციელდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ამის განხორციელების დრო არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანი საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც კი საავადმყოფოდან გამოვიდა, პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს. სიმართლე გითხრათ, ვიცოდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ატყდებოდა. გამოკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა და გამოკითხვის მთელი მიმდინარეობა ვიდეოსაშუალებითაა გადაღებული. საზოგადოებას თუ დააინტერესებს, შეგვიძლია ეს ვიდეომასალა გავაცნოთ, სადაც ვერანაირი ზეწოლის და მუქარის ფაქტს ვერ ნახავთ. მათ შორის დაზარალებულის განმარტებებიც შეგიძლიათ მოისმინოთ. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია - მეორეს, ჩვენ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას მაინც დეტალურად ვატარებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც ისჯება და საგამოძიებო ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც. ალბათ, გამოძიება მუშაობას ამ მიმართულებითაც გააგრძელებს",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ახალქალაქში ნაცემი ოპოზიციის მხარდამჭერი რემიკ პოღოსიანის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თავად დაზარალებული თავდასხმის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოღოსიანს ფიზიკურად ნიღბიანი მამაკაცები გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ არ ესაუბრა მომხდარის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი