Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - გრიგოლ ვაშაძემ 'დოიჩე ველესთან' თქვა, რომ მთავრობისა და პარლამენტის შეცვლას - დესტაბილიზაციას შეეცდება
8 ნოემბერი 2018 17:32
გრიგოლ ვაშაძის შტაბი ცდილობდა, ვაშაძე გადაემალათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან ის თქვა, რასაც გულში ფიქრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის მიზანი დესტაბილიზაციაა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო მედიამ, კერძოდ „დოიჩე ველემ“ ვაშაძე პოლიტიკურ რენტგენში გაატარა. ყველამ დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედია გრიგოლ ვაშაძის განცხადებებისა და დაპირებების გადამალვას საგულდაგულოდ ცდილობდნენ. გამოიყვანეს სააკაშვილი, განცხადება გააკეთებინეს მერაბიშვილის ადვოკატს, რომ თითქოს მათ შეწყალება არ სურთ. ამგვარად იმ მთავარი დაპირების მიჩქმალვა სცადეს, რომელიც ვაშაძემ გააკეთა. სინამდვილეში, ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ მას საპრეზიდენტო მანდატი არ აინტერესებს. ის სათავეში ათეულ ათასობით ადამიანს და ქუჩის აქციებს ჩაუდგება. მთავრობისა და პარლამენტის შეცვლას, ასევე დესტაბილიზაციას შეეცდება. ასევე მან ნათლად გაიმეორა, რომ აპირებს სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს, შეიწყალოს ის და ყველა მაღალჩინოსანი, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან მსჯავრდებულები. ეს რეალურად იმ კამპანიის დასასრული იყო, სადაც მისი შტაბი ცდილობდა, ვაშაძე გადაემალათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან ის თქვა, რასაც გულში ფიქრობს. მისი მიზანი არა პრეზიდენტობა, არამედ დესტაბილიზაციაა, რისი საშუალებაც, რა თქმა უნდა, არ ექნებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით' - გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ 'დოიჩე ველეს' ჟურნალისტთან
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი