Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:04
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო - იქით ჭაობია, მე მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძეს
8 ნოემბერი 2018 20:52
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვეტილება გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ მიიღო. როგორც ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განმარტა, მეორე მხარეს სრულიად გაუგებარი ძალა დგას და ის შეეცდება თავისი მეგობრები დაარწმუნოს, რომ ხმა ცვლილებებს მისცეს, ხოლო, მისი განცხადებით, ცვლილებები გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაში გამოიხატება.

"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან არც იქით მხარეს, არც-აქეთ, არიან ნეიტრალურები. მაგრამ, უნდათ უკეთესი ცხოვრება და ცვლილება. მოხდა ისე, რომ დავდექით ურთულესი არჩევანის წინაშე და ამას ვეღარ გავექცევით. ახლა სახლში დარჩენა არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ეს არჩევანი მორალურად ურთულესია, რადგან გრიგოლ ვაშაძე რთულად გასახსენებელ პერიოდთან ასოცირდება და ჩემთვისაც არ არის ადვილი ეს ყველაფერი. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც აბსოლუტურად შორს არის ჩვენს იდენტობასთან, ხასიათთან, აბსოლუტურად შორს არის. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი. თუ გვინდა ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ მივცემ და ეს იქნება ტოლობა გრიგოლ ვაშაძესთან. მე ჩემს მეგობრებს დავარწმუნებ ამ არჩევანში. ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი", - განაცხადა ოქრუაშვილმა, რაზეც წამყვანმა ინგა გრიგოლიამ უპასუხა: "ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, მაშინ როდესაც ბორკილები დაგადეს და ციხეში მიჰყავდით, გავიდოდა წლები და თქვენ ამას იტყოდით".

ირაკლი ოქრუაშვილმა დასძინა, რომ პოლიტიკა არ არის რომანი, რომელსაც გადაშლი და წაიკითხავ, პოლიტიკა ასოცირდება ბევრად რთულ საკითხებთან.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'წყენისა და გაუცხოების დასასრული' - ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი