Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - დროებითი პოლიტიკური ალიანსი არ ნიშნავს 'ევროპული საქართველოსა' და 'ნაციონალური მოძრაობის' გაერთიანებას
8 ნოემბერი 2018 20:35
"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურში მხარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭიროს, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე განმარტავს.

''ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა არიან დიდი პოლიტიკური გაერთიანების, EPP-ის წევრები.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, EPP-ის პრეზიდენტის შეუამავლობით, ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და დავდეთ პირობა, რომ მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ მხარს დავუჭერდით ერთმანეთის კანდიდატებს.

ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ პირნათლად და ევროპული საქართველო მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს.

დროებითი პოლიტიკური ალიანსი არ ნიშნავს ორი პარტიის - ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებას.

მე დღესაც, ისევე, როგორც გაყოფამდე, მივიჩნევ, რომ:

1. პარლამენტში ივანიშვილთან დაპირისპირება არ არის მასთან გარიგება.

პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გამოიყენო ბრძოლის ყველა ლეგიტიმური საშუალება და ტრიბუნა, მათ შორის, პირველ რიგში პარლამენტი;

2. არჩევნებს აქვს აზრი.

ხელისუფლება უნდა შეცვალო არჩევნებით, უნდა იბრძოლო, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, არჩევნებისადმი უიმედობა და პესიმიზმი არ უნდა დათესო.

3. შეცდომებს თვალი უნდა გავუსწოროთ.

ხელისუფლების თავმოყრა ერთი პარტიის ხელში, საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის არარსებობა, ზედმეტად მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება, დახურული სისტემების - სასჯელაღსრულების, უსაფრთხოების სამსახურების სრული უკონტროლობა და ა.შ. იყო უმძიმესი შეცდომები და ამ ყველაფრის შედეგად მოქალაქე სახელმწიფოს წინაშე თავს გრძნობდა უსუსურად.

ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში იგივე შეცდომები არ განმეორდეს.

4. არ არსებობს უპირობო ლიდერი.

იმისგან, ვინც თვლის, რომ პიროვნება თვითონ არის იდეა, მასშია განსხეულებული რაღაც თანამდებობა, იგი არის უპირობო ბელადი, მის გარეშე კრებსითი თანამოაზრეები არიან ნულები - ვეჭვობ, რაიმე სასიკეთო მიიღოს ჩვენმა საზოგადოებამ.

ეს გაყოფამდე წამოჭრილი განსხვავებებია. ალბათ ხვდებით, რომ ბევრ რამეში მართლები "აღმოვჩნდით".

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას. ზემოთჩამოთვლილ განსხვავებებს, დაემატა ახალი წყალგამყოფები, მათ შორის:

- გაუანგარიშებელი ეკონომიკური პროგრამა,

- ქსენოფობიური რიტორიკა,

- რელიგიური პოპულიზმი,

- მარქსისტულ-კლასობრივი მოწოდებები.

------------------------------------------------

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპული საქართველო, პირობისამებრ, მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს და მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაიმარჯვოს - პუტინის, კოსაჩოვის, ბედუკაძის, წითელაშვილის, ძასოხოვის და ჩემი ქვეყნის ყველა დეკლარირებული მტრის კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებულ განსხვავებებს, ამაზე უფრო დეტალურად მეორე ტურის შემდეგ ვისაუბროთ.

ახლა მაგის დრო არ არის - ივანიშვილის კანდიდატია დასამარცხებელი", - წერს ოთარ კახიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიგა ბოკერია - ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და 'ნაციონალური მოძრაობა' ისევ ოპონენტები ვიქნებით
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი