Loading...
Close
19 მარტი 2019 10:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება მას პოლიციაში ზეწოლის შედეგად მიაცემინეს
9 ნოემბერი 2018 14:33
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება მას პოლიციაში ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს და დეტალურად აღწერს იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა. როგორც გრიგალაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ზარებზე აღარ პასუხობდა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მე-5 საავადმყოფოში მამასთან, ზაქარია გრიგალაშვილთან ერთად ანას მოსაძებნად მივიდა, ის პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაიყვანეს, ხოლო აღიარებითი ჩვენება მას დაუწერეს და ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

„ვურეკავდი, არ მიპასუხა. 6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც ზარზე. მამაჩემის მანქანით ავედი ანას სახლთან. მე-5 სართულზე ავედი, კარი ოდნავ ღია დამხვდა. დილის 6 საათზე კარი ღია რომ იყო, დამაეჭვა. ელენე ნაცვლიშვილმა გამიღო კარი. ანა აბაზანაშია ალბათო, მითხრა. ორ წამში გამოტრიალდა, არ არისო, მითხრა. ვთხოვე სახლში მოეძებნა. ამასობაში დედას გაეღვიძა, ვუთხარი, რომ ანას ვურეკავდი, ვწერდი და არ მპასუხობდა. მათაც დაიწყეს რეკვა.

მე-8 განყოფილებაში გადამიყვანეს და მოვყევი ის, რაც თქვენს წინაშე მოვყევი. დაახლოებით, საათნახევარში მოვიდა პირი, რომელმაც ყველაფერი შემიმოწმა, სავარაუდოდ, სისხლის კვალს ეძებდა. შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც 15-20 ადამიანი იყო. ანალოგიურად მოვყევი ყველაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი დამიტოვეს. როგორც მახსოვს, სამმართველოს უფროსი მოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ყველაფერი მომაყოლა, რა და როგორ იყო. ვიდეოჩანაწერები გვაქვს ამოღებული, რომელი მხრიდან გამოხვედი და შეხვედი იქ, ვიცითო. თუ კადრი გაქვთ, მაჩვენეთ-მეთქი და არ მაქვს უფლებაო. 15 წუთში ფურცელი შემოიტანა და წაიკითხეო, მითხრა. ამობეჭდილი იყო რაც ვითომ, აღიარებით ჩვენებაში ვთქვი.

დაახლოებით, 10 წუთში მითხრა, შენი ძმაკაცები დაკავებულები არიან და თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, რაც წერია იმას იტყვიო. პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდა, მამაშენი პოლიციის თანამშრომელია, შენთვის აჯობებს ხელი მოაწერო, ამ საქმეს ვერ შეცვლი და ჯობს, მეგობრები არ გაწიროო, მითხრეს. ციხეში როცა შეხვალ და იტყვი, შენი ძმაკაცების გამო არ მოაწერე ხელი, პასუხს სხვანაირად მოგთხოვენო, მითხრა. ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი, რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი.

გამომძიებელი შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერი უნდა ჩაგვეწერა. შევედით ოთახში, სამი მონიტორი იყო და ერთ-ერთზე კამერა ეყენა, ჩემს თვალწინ ჩართო და მოვყევი რაც ფურცელზე ეწერა. სხვა გამომძიებელი შემოვიდა, ფურცელზე ამობეჭდილი ჩვენება შემოიტანეს და ხელი მომაწერინეს. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს, ექსპერტიზაზე უნდა გადავიტანოთო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბრალდებულს შეკითხვით მიმართა:

"ასეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც შეყვარებულის მკვლელობაა, აღიარებითი ჩვენება იმის გამო მიეცით, რომ თქვენი ოჯახის და მეგობრების ინტერესები დაგეცვათ?".

"დიახ, ასეა", - უპასუხა ბრალდებულმა გრიგალაშვილმა მოსამართლეს.

ბრალდების მხარე და მოსამართლე დაინტერესდნენ, თუ როგორ მოასწრო ლადო გრიგალაშვილმა, როგორც თავად აცხადებს, გამომძიებლის მიერ დაწერილი ჩვენების რამდენიმე წუთში დამახსოვრება და შემდეგ ამის თხრობით რეჟიმში გამომძიებლებისთვის მოყოლა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე - ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ
მთავარი თემა

ბესელია ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ვანო ზარდიაშვილი - 'კლანი' არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ 'შავრაზმელებს', 'შავმაიკიანებს', რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს - სააკაშვილი პოსტს ტოვებს
'ნატო-საქართველოს სწავლება 2019' ოფიციალურად გაიხსნა
მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი - მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები - არანაირი რუსი არ შემოსულა! დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ
რა ხდება ხურვალეთში - 'რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები'
არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებიზე წარწერით - 'კლანი უნდა წავიდეს'
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოზე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია
'კრწანისის' სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას
'ბანკი ქართუ' 'რუსთავი 2'-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი