Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა' - სუს-ს კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლება უნდა გამოეყოს, ფარულ მოსმენებზე კი, დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა შეიქმნას
9 ნოემბერი 2018 14:35
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს უნდა გამოეყოს გამოძიების და განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. ამ რეკომენდაციით, ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურზე სრულფასოვანი ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს.

„მნიშვნელოვანია, ფარული მოსმენების სისტემის რეფორმირება და რეალურად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ტექნიკურად განახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას.

უნდა ჩატარდეს პროკურატურის რეალური რეფორმა, შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი და მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაიწყოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა.

მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თავად სამართალდამცავი ინსტიტუტების თანამშრომელთა ანგარიშვალდებულება, რაც, სხვა ზომებთან ერთად, მათ მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევების ქმედით გამოძიებას გულისხმობს. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც რეალურად გამიჯნული იქნება პროკურატურისგან და შეძლებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავ სისტემებში არსებულ აშკარა ხარვეზებზე მიუთითებს ის პროცესები, რომლებიც თან ახლდა რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიებას

„მათ შორის აღსანიშნავია ხორავას ქუჩის, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის, ე.წ. “ომეგას” საქმიდან გამოკვეთილი სავარაუდო კორუფციული დანაშაულის, პირადი ჩანაწერების შეგროვების და გავრცელების, და სხვა საქმეები. მნიშვნელოვანია ყველა ამ შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება. მნიშვნელოვანია, ხორავას ქუჩის საქმის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გაზიარება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობას ეხება.

საქართველოს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტის სრულფასოვანი გამოძიებით და დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემით დამტკიცდება, რომ საგამოძიებო ორგანოები არ ერიდებიან გავლენიანი პირების პასუხიმგებლობის დაყენებას”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პოლიტიკური სისტემის გასაჯანსაღებლად ხელისუფლებას 11 რეკომენდაციით მიმართა, რომელთა შორის არის საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის ცვლილება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება, სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმა და მათი დეპოლიტიზაცია, ასევე გახმაურებული საქმეების დროული და ეფექტიანი გამოძიება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმის გატარება,საჯარო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი რეფორმა, თავისუფალი მედია გარემოს განვითარება, განათლების პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდა, ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოსა და სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის შექმნა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი