Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 20:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - ატოცში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები და მიუღებლობა
9 ნოემბერი 2018 14:42
სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინდელ ინციდენტზე ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები და მიუღებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ითხოვს, ნებისმიერი დებატი გარკვეული ლოგიკის და კანონიერების ფარგლებში წარიმართოს.

„როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი საოკუპაციო ხაზს უწოდებს საზღვარს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიას მოსაზღვრე, მეზობელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად გულისხმობს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვები და ციტატები პირდაპირ არის გამოყენებული ჰააგის ტრიბუნალში საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი მტრის მიერ, ძალიან ძნელია ემოციის შენარჩუნება, თუმცა გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და გარკვეული მიუღებლობა, რადგან მიუხედავად ამ მძიმე ფაქტებისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს და მის განცხადებებს უკავშირდება, მთავარი პასუხი უნდა გაეცეს არჩევნების გზით, ხალხის მიერ, საარჩევნო ბიულეტენის საშუალებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ეკა გიგაური ატოცში მომხდარ ინცინდენტზე - აგრესიული ქმედებები და არაეთიკური გამონათქვამები მიუღებელია 
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი