Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 00:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანს მითითება მიეცით, რომ წერილი მიეწერა ჰააგის სასამართლოსთვის, ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება - არ გრცხვენიათ?!
16 ნოემბერი 2018 16:34
თეა წულუკიანს პირდაპირი მითითება მიეცით, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაედინა და წერილი მიეწერა ჰააგის სიხლის სამართლის სასამართლოსთვის, რომ მათ ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება? - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშის" წევრი გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების საკითხს ეხება.

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას" მიმართავს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

„დღევანდელი განცხადებები ჰააგის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უკვე არანაირ ნორმასა და სტანდარტში არ ჯდება. დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს საქმეები კონკრეტული სამხედროების, კონკრეტული პირების წინაშე. ბატონო კახა, მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული პირების, სამხედროებთან მიმართებაში შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ.

2015 წელს ქალბატონმა წულუკიანმა, ალბათ, თქვენი მითითებით და დავალებით გაგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სადაც, თქვა რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ამის შედეგად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას და რამდენიმე თვეში ეს გამოძიება ისევ განაახლა და ეგონა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა აბსოლუტურად ყველასთვის.

გიჟივით მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. ისტერიკაში არიან და დელეგაციას დელეგაციაზე აგზავნიან. თქვენ რას შვრებით ამ დროს?! ამ ქალს, თეა წულუკიანს პირდაპირი მითითება მიეცით, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაედინა და წერილი მიეწერა ჰააგის სიხლის სამართლის სასამართლოსთვის,რომ მათ ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება?! არ გრცხვენიათ?! საზოგადოება ყველაფერს ხედავს. არჩევნები ჭირსაც წაუღია, გვაქვს ქვეყანა, სამშობლო, ხომ არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვა და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე. ეს არის ის გამოუწორებელი შედეგები, რაც საქართველომ დეოკუპაციასთან მიმართებაში შესაძლოა იწვნიოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაათავისუფლეთ თქვენი იუსტიცის მინისტრი თანამდებობიდან, ჩააბარეთ ვინმე ნორმალურს ეს საქმე", - განაცხადა ვაშაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი