Loading...
Close
24 მარტი 2019 02:41
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
არასამთავროების განცხადება - ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს
16 ნოემბერი 2018 17:03
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა. მათი განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის.

„ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს თუმცა, ამ შემთხვევაში ცესკო-მ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი.

მოცემული გადაწყვეტილებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით მათ ხელოვნური ბარიერი შეუქმნა.

მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკო-მ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20.00 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20.00 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის.

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკო-ს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო.

ამასთანავე, ცესკო-ს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკო-ს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
მთავარი თემა

'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე - ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომაა: დეპუტატები მეორე დღეა თეა წულუკიანს უსმენენ
პრემიერის LIVE - გრძელდება არასწორი პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი
კვაჭანტირაძე - 'ბოროტსა სძლია კეთილმან...' - პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად!
ელჩი - საფრანგეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი