Loading...
Close
24 მარტი 2019 03:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო
19 ნოემბერი 2018 15:59
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. შსს-ში აცხადებენ, რომ შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე, გუშინ დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ პიარ-ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას და ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გავრცელებულ განცხადებაში ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი გახარია - დაისჯება ყველა, თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ ლაშა ნაცვლიშვილისთვის შეღავათი გაეწია
მთავარი თემა

'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე - ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომაა: დეპუტატები მეორე დღეა თეა წულუკიანს უსმენენ
პრემიერის LIVE - გრძელდება არასწორი პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი
კვაჭანტირაძე - 'ბოროტსა სძლია კეთილმან...' - პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად!
ელჩი - საფრანგეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი