Loading...
Close
19 ნოემბერი 2019 12:07
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
გარემო
თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა
21 ნოემბერი 2018 17:22
თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა. ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო. მისი განცხადებით, თითოეული ნარჩენი, რომელიც აღნიშნულ სტენდში მოხვდება, მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ნარჩენი, რომელიც ამ სტენდში მოხვდება, იქნება გადამუშავებული მეორად პროდუქტად, რაც არის ერთიანი სამთავრობო „მწვანე პოლიტიკის“ განუყოფელი ნაწილი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნის ახალი ერა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მთლიანად უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები თბილისის მერიას, “თბილსერვის ჯგუფს”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე 13 ადგილზე განთავსდა. კერძოდ, ვაკის რაიონის გამგეობასთან, ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან, 31-ე საჯარო სკოლასთან, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ისნის რაიონის გამგეობასთან, მეტრო „უნივერსიტეტთან“, „ექსპო ჯორჯიასთან“, – მიხეილ თამარაშვილის ქ. #10ა; ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსთან; სამედიცინო უნივერსიტეტთან; ლისის ტბაზე; თსუ-ის მე-10 კორპუსთან; 62-ე საჯარო სკოლასთან.

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის 2018 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. მემორანდუმი ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ეფუძნება.

ღონისძიებას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელძღვანელი ლევან ჯღარკავა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) აღმასრულებელი დირექტორი და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი