Loading...
Close
26 მარტი 2019 21:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ვახო ხუზმიაშვილი - 'იბერიას' ჟურნალისტები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან! უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ დამფუძნებლები
26 ნოემბერი 2018 12:20
თვენახევარია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან! - ეს განცხადება ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დაახლოებით თვენახევარია ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას. მინდოდა, რომ ჩემი მხრიდან არანაირი განცხადება არ ყოფილიყო გაკეთებული და ბოლომდე დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას. თვენახევარია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახები, ყველას გვყავს დედა, შვილი, მამა და ჟურნალისტებიც ისეთი ადამიანები არიან, როგორც სხვები. ეს ადამიანები ქუჩაში არიან დარჩენილები. ყველას აქვს კრედიტი, ყველა ადამიანს აქვს ვალდებულებები. რატომღაც ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, საკმარისი ფინანსები თუ არ ჰქონდათ, ვინმესთვის მადლობა მაინც ეთქვათ იმის გამო, რასაც ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები აკეთებდნენ. მგონია, რომ „იბერიას“ ჟურნალისტები იმსახურებდნენ ხელმძღვანელობისგან და დამფუძნებლებისგან ელემენტარულ მადლობას. როდესაც გაჩერდა „იბერია“, იმ დღეს თანამშრომლებს არავინ შეხვდა, მეორე დღეს, შეხვედრაზე ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ „იბერიას“ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართათ. მაშინაც ჩავთვალე და დღესაც მგონია, რომ ესაა ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა ფული ხელისუფლებას არ უნდა მოსთხოვონ. ჟურნალისტებს გადასახადები უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც ისინი დაიქირავეს. მგონია, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ „იბერიას“ დამფუძნებლები. ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა.

ნატო ჩხეიძემ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, თითქოს მე ვაქეზებ ჟურნალისტებ, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან“ საპროტესტო აქციები გამართონ. ალბათ მას ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტებზე. ყველამ იცის, რომ ერთი სიტყვაც არავისთვის მითქვამს, რომ ვინმეს ეჩივლა ან არ ეჩივლა. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება

მე პირადად არანაირი სარჩელი არ მაქვს შეტანილი, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექნიკურ პერსონალს, რამდენადაც ვიცი, სარჩელი აქვთ შეტანილი. საია არის ჩართული და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ტელეკომპანია „იბერიას“ ხელმძღვანელობას მოუწევს გადასახადების გადახდა, როდის არ ვიცი, თუმცა, ნამდვილად მოუწევს“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა.



ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილს ნაჩუქარი მანქანა უკან დაუბრუნა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'გადამგდები აღმოჩნდა!' - ვახო ხუზმიაშვილი ზაზა ოქუაშვილზე
მთავარი თემა

ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სამღვდელო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ
სოფიო კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი