Loading...
Close
21 თებერვალი 2019 18:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
გოგი ჭიჭინაძე - ვწყვეტ ურთიერთობას ყველასთან, რომლის პოზიცია ამართლებს იმ პათოლოგიურ სისასტიკეს, სადიზმს, რაც 'ნაცმოძრაობის' რეჟიმის დროს ხდებოდა
2 დეკემბერი 2018 17:37
''მე ვწყვეტ ემოციურ ურთიერთობას ყველა იმ ადამიანთან, რომლის პოზიცია ასე თუ ისე ამართლებს იმ პათოლოგიურ სისასტიკეს, სადიზმს, მკვლელობებს, წამებას, დარბევებს, რაც ''ნაციონალური მოძრაობის'' რეჟიმის დროს ხდებოდა'', - ამ პოსტს დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ.

''ჩემო ძვირფასებო! მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ასობით წერილისთვის, მეგობრობის შემოთავაზებისთვის, უთბილესი სიტყვებისთვის, გამხნევებისა და გვერდში დგომისთვის, რაც ბოლო დღეებში მივიღე და ვიგრძენი თქვენგან! ასევე, დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომელთაც არ ესიამოვნათ, ეხამუშათ ჩემი რადიკალური პოზიცია, მაგრამ იგრძნეს ჩემი გულწრფელობა, უხეში ტექსტების არაანგაჟირებული, არაპოლიტიკური ხასიათი და თავისი კრიტიკა ჩემს მიმართ კეთილი განწყობით გამოხატეს.

დიდი მადლობა თქვენ, ვინც იცით ან ხვდებით, რომ ჩემგან ნებისმიერ მთავრობასთან ოდნავი სიახლოვეც კი გამორიცხულია, რომ არასდროს არავინ არ შემიწუხებია საკუთარი თავისთვის, რომ არც ერთ თანამდებობის პირთან (!) ცხოვრებაში სახლში არ ვყოფილვარ და არც ისინი ყოფილან ჩემთან; ვინც იცით ან გაგიგიათ რამდენჟერ შევწირე საკუთარი კარიერა და კეთილდღეობა ჩემი პრინციპების გამო, რამდენჯერ დამიკლია საკუთარი ოჯახისთვის სხვისი წარმატების გულისთვის. დიდი, დიდი მადლობა ყველას!

ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი გადაწყვეტილება: მე ვწყვეტ ემოციურ ურთიერთობას ყველა იმ ადამიანთან, რომლის პოზიცია ასე თუ ისე ამართლებს იმ პათოლოგიურ სისასტიკეს, სადიზმს, მკვლელობებს, წამებას, დარბევებს, რაც ''ნაციონალური მოძრაობის'' რეჟიმის დროს ხდებოდა. ვიმეორებ, ასეთი არ მინდა არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი, არც მეგობარი. ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ (თუმცა ამას არავის ვუსურვებ), რომ მათ შვილებს და ქმრებს... ვერ დავწერ!!! “ქართულ ოცნებას” (რომელიც 6 წლის განმავლობაში რამდენჯერაც საშუალება მომეცა იმდენჯერ უხეშად, უმწვავესად გავაკრიტიკე) მერამდენეჯერ მივმართავ: თქვენი მმართველობა აქამდე ბევრ საკითხში იყო უნიჭობის განსახიერება! ეს თქვენ მიიყვანეთ საქმე აქამდე! გაუბედურებულ ზაზა სარალიძეს ამჯერად პირდაპირ მივმართავ: მთელი ჩემი არსებით ვარ თქვენს ოჯახთან ერთად! ჩემი პირადი მტერი იქნება ის, ვინც ხელს შეუშლის თქვენი შვილის მკვლელების პოვნას და დასჯას!..

ჩემო უძვირფასესო მეგობრებო, ახლა პოლონეთის ბალტიის ფილარმონიაში ვარ, რომელსაც ვხელმძღვანელობ. დეკემბრის განმავლობაში ამ დიდებულ სცენაზე მხოლოდ ქართველი არტისტები იდგებიან, ხოლო მთლიანად ამ სეზონში 15 ბრწყინვალე ქართველი შემსრულებელი ჩამომყავს. ისე, სხვათაშორის, მათგან ზოგი “ქოცია”, ზოგი კი “ნაცი”. ასე რომ გამგები გაიგებს რასაც გავყვირი. გეხვევით ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!", - წერს გოგი ჭიჭინაძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი