Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 01:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
მეუფე შიო - პატრიარქის უმთავრესი სიხარული და სურვილი არის, რომ ერი უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან
4 დეკემბერი 2018 13:22
სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე მიულოცა. მათ პატრიარქის კურთხევა და დალოცვა გადასცა.

მიტროპრლიტმა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანის დღის შესახებ იქადაგა. მეუფე შიომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა უწმინდესს და აღნიშნა, რომ პატრიარქის ღვაწლი ეს არის ერის ტაძრად მოყვანების ღვაწლი.

„უწმინდესის უმთავრესი სიხარული და სურვილი ეს არის, რომ ერი უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან.

დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ტაძარზე, მის მნიშვნელობაზე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვანეს ძველი აღთქმის ტაძარში. ეს ტაძარი იყო საყვარელი ყოველი ებრაელისთვის. იყო სიმბოლო ისრაელის რჩეულობისა. იქ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა. წელიწადში რამდენჯერმე მთელი ისრაელიდან მიდიოდნენ ებრაელები იქ ლოცვისთვის, მსხვერპლშეწირვისთვის, იხსენებდნენ თავისი ერის ისტორიას და სულიერად ძლიერდებოდნენ.

თუ ძველი აღთქმის ტაძარში შეიწირვება სისხლიანი მსხვერპლი, ჩვენი, ახალი აღთქმის ტაძარში შეწირულია თავად მესია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და შემდეგ მარადიულად შეიწირვის უსისხლო მსხვერპლი ყოველი ჩვენგანის სულის ხსნისათვის და ცხოვრებისთვის.

მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენ დღეს ვართ ახალი ისრაელი - ჩვენ, ქრისტიანები. უფალი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ვილოცოთ ტაძარში, გავიხსენოთ ისტორია და სისხლიანი მსხვერპლი შევწიროთ, როგორც ძველ აღთქმაშია, არამედ, ჩვენ უმჭიდროესად ვეზიაროთ თავად ღმერთს. ეს არის ტაძრის მთავარი დანიშნულება, რომ ჩვენ ვეზიარებით უფალსა და ღმერთსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენი სულიერი, ფიზიკური და ხორციელი ბუნებაც ხდება თანაზიარი ღვთაებრივი ბუნების და ღმერთი ხდება ჩვენი ნაწილი. ეს არის უდიდესი საიდუმლოება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტაძარს.

ეს ჩვენი ტაძრად შესვლის დღეცაა, რადგან როგორც 3 წლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შევიდა ღვდელმთავრის მიერ წმიდათაწმიდაში, ასევე თითოეული ადამიანი მოწოდებულია შევიდეს წმიდათაწმიდაში. ადამიანის დანიშნულებაა, იყოს ზიარი მარადიული სიხარულს", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი