Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 01:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ნინო ლომჯარია - ყველა დაფიქრდეს, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს
4 დეკემბერი 2018 19:39
იქნებ ყველა დაფიქრდეს ამაზე, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს - ამ პოსტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ენმ-ს წევრის ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს.

''ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან დამწყდა გული. არ შეიძლება ასეთი ურთიერთთავდასხმების და პოლარიზების რეჟიმში ცხოვრება, წარმოუდგენელია, ვერ გავუძლებთ... იქნებ ყველა დაფიქრდეს ამაზე, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს... ჩემ გარშემო ყველა ასეა, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, "იმ ბანაკში", "ამ ბანაკში" თუ "შუაში", გული ხელით გვიჭირავს ხშირად, ამდენი დაპირისპირების, დაძაბულობის, სტრესის ქვეშ...'', - წერს ნინო ლომჯარია.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს.

ახლობლების განცხადებით, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია

„არ მახსოვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს. მაქსიმუმ წნევას ან გაციებას თუ შეუწუხებია“, - აღნიშნავენ პოლიტიკოსის ახლობლები.

მათივე ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.



ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ




'როგორ გსურთ გარდაცვალება? - 'შიშის გარეშე, მშვიდად და უცებ' - 'ღმერთთან პირისპირ მოხვედრისას, რას ეტყოდით მას?' - 'აი, თურმე, როგორი ყოფილხარ, ღმერთო' - ბლიც-ინტერვიუ ნიკა რურუასთან




მიხეილ სააკაშვილი - ჩემი სულიერი ძმა - ნიკა რურუა, ბრწყინვალე ქართველი, ცარიელი გული - ცრემლები მახრჩობს




გიორგი მარგველაშვილი - ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი




სალომე ზურაბიშვილი - ვიზიარებ ნიკა რურუას ოჯახის მწუხარებას


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი