Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 01:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
'ზოგ შემთხვევაში, სიკვდილიც კი უკვდავებას გვჩუქნის ხოლმე, მაგრამ, ეგ შორს ჩვენგან' - რას წერდა ნიკა რურუა გიგი უგულავას ციხეში
5 დეკემბერი 2018 12:05
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის გვერდზე, რურუას მიერ 2015 წელს მიწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც რურუამ მას მატროსოვის ციხეში მისწერა.

"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. მშვიდობით ნიკა რურუა.

2015 წელი. მატროსოვის ციხე.

"ძმაო გიგი, გარბის დრო და ჩვენც ვბერდებით. მე ამასწინად 47 წლის შევიქმენი და ამ შთამბეჭდავმა რიცხვმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა იმაზე, რომ ეს წყეული წუთისოფელი ნახევრად უკვე გავლილი მაქვს. მანდ კი, სადაც შენ ხარ - "კურორტზე" - როგორც ძველი კატორღელები ეძახდნენ ციხეებსა და კოლონიებს, ალბათ დრო საშინლად ნელა და გულისგამაწვრილებლად მიიწელება. მაგრამ ეგ არაფერი. ბოლო-ბოლო ყველაფერი რაც გვგონია და გვეჩვენება, ისევ ჩვენი გრძნობისა და ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ჩვენს გარეთ მყოფი რეალური რამ. გრძნობები კი რამდენად მატყუარაა, ორივემ კარგად ვიცით. ერთხელ ჯაბას ვკითხე, ციხეში რომ გსვამდნენ მორიგი დიდი "სროკით", რას გრძნობდი, თავს როგორ იმშვიდებდი და მორალურად როგორ მტკიცდებოდი მეთქი?

საინტერესო პასუხი გამცა: მითხრა - ფილოსოფოსობას ვიწყებდი ჩემს თავთან, ვიხსენებდი იმ ხალხს და მეგობრებს, ვინც საერთოდ ცოცხალიც კი არ გადარჩა, და ამ და მაგვარი შედარებებით აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ ყველაზე ცუდად ნამდვილად არ ვიყავიო. მართლა ასეა - ყველაფერი რაც არ გვკლავს, მართლა გვაძლიერებს. ზოგ შემთხვევაში, სიკვდილიც კი უკვდავებას გვჩუქნის ხოლმე. მაგრამ, ეგ შორს ჩვენგან. კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, რომელიც მაინც უნდა გვიყვარდეს, მიუხედავას იმისა, რომ ხშირად ეს თითქმის შეუძლებელია, ისეთ მოღალატეობას ავლენენ მავანნი მისი რიგებიდან. სამაგიეროდ, არსებობს კარგი, თბილი, ცოტა დაჩაგრული, მაგრამ ოპტიმისტი საქართველოც, რომელმაც აქამდე რაღაცნაირად მოიტანა საკუთარი თავი, ენა, დამწერლობა, რწმენა, განვითარების სურვილი, და მგონი ამის გამო მაინც არ ღირს გაბრაზება ქვეყანაზე, რომელსაც დღეს მართლა ეშმაკები დაეპატრონენ. ამ კახპებს რომ ვუყურებ, წესით დიდი დღე არ უწერიათ - ძალიან დესტრუქციული საზოგადოებაა ოლიგარქის ბეღელში თავმოყრილი, ვინც ერთმანეთსაც ვერ იტანს, და სხვებიც გულზე არ ეხატებათ. მოკლედ, საგიჟეთში პაციენტები რომ დაეპატრონებიან მთელ კლინიკას იმ ფილმში - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა - ცოტა იმას ჰგავს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, დეზერტირობაა ხალხთან გაბუტვა და ქვეყნიდან წასვლა, თუნდაც პატიმრობა გვემუქრებოდეს. და ბოლო-ბოლო, ეს პატიმრობაც ხომ დროებითია და შენ და სხვები ამ გაუტეხელობის მყარ მორალურ მაგალითს გვაძლევთ. ეს პატივსაცემია ნაღდად. ნუ, ალბათ მობეზრებული გაქვს იმის მოსმენა, რომ მანდ დრო ჭკვიანურად უნდა გამოიყენო და მაგვარი "ბულშით" - ეს პატიმარმა თვითონ ყველაზე კარგად იცის. ჩემი აზრით, მანდაც ცხოვრებაა, თავისი სასიამოვნო ეპიზოდებით, ფიქრით, ვარჯიშით და სულიერი გაკაჟებით, ისე, როგორც ყველგან, სადაც ადამიანი ცდილობს განვითარდეს და იცოცხლოს, მხოლოდ არსებობის ნაცვლად.

ჩემი ტყუპები შენს გოგოებთან - ტასო და თინასთან მაგრად მეგობრობონ და უყვართ ერთმანეთი. ეს მე მიხარია, რადგანაც მე და შენი ხშირი კამათებისა და ჯუჯღუნის მიუხედავად, ეგ ბავშვები გვახსენებენ იმას, რომ არის რაღაც უფრო მთავარი და სერიოზული, ვიდრე დროებითი წყენაა ან პატივმოყვარეობა. რახან შვილები ვახსენეთ, ესენი საუკეთესო თაობაა, რაც ჯერ მინახავს საქართველოში - ჭკვიანები, კეთილები, მიზანდასახულები და არაქაჯები. იმედი მაქვს, რომ ამათ ჩვენი ბრძოლის ჩირაღდანს საიმედოდ გადავცემთ და ისინიც არ დაივიწყებენ იმ მთავარს, რაც ჩვენ და ჩვენს თანამებრძოლებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. თავისუფლებას, ანუ - ქვეყნის გარეთას თუ ქვეყნის შიგნითას. ჩვენი გარეთა თავისუფლებაზე რაც ენერგია დავხარჯეთ, იმდენი ქვეყნის შიდა თავისუფლებაზე რომ გვეზრუნა, კარგი იქნებოდა. მაგრამ ახლაც არაა გვიან. თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ პატივცემულ-დაცული მაინც მთავარი პირობა მგონია მთელი ქვეყნის წინსვლისთვის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალი გარემო ქმნის მაგარ ხალხს - მეცნიერებს, გამომგონებლებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ფინანსისტებს, ოფიცრებს, რომლებსაც ქვეყნის გაუმჯობესება და დაცვა შეეძლებათ. გამიგრძელდა მგონი სიტყვა, მაგრამ, თუ ამ ნაწერმა შენამდე მოაღწია, გამაგებინე რა გინდა რომ გამოგიგზავნო და ასეც ვიზამ. მანამდე, იმედს ვიტოვებ, რომ შენი ადვოკატები ატეხავენ მაგარ ხმაურს ჩვენთან ერთად, რომ კონსტიტუციის მკაფიო მოთხოვნა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ არის ცალსახა და არანაირ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და არ შეიძლება მისი ხელოვნურად გაგრძელება ახალ-ახალი ბრალდებების გამოგონებით, რაც ამ ნორმას აზრს უკარგავს. ეს სერიოზული კოზირია, და მგონი მოსაგები აუცილებლად. ასე რომ ცოტა ცეცხლი შეუნთე მაგათ, რომ ამაზე მაგრა იომონ. მეც და დანარჩენებიც დავეხმარებით მედიის და წერის საშუალებით. აბა, დროებით და როგორც ჯოისი ამბობდა: "ჯერ ირლანდია, სტივ!"... "




ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ




'როგორ გსურთ გარდაცვალება? - 'შიშის გარეშე, მშვიდად და უცებ' - 'ღმერთთან პირისპირ მოხვედრისას, რას ეტყვოდით მას?' - 'აი, თურმე, როგორი ყოფილხარ, ღმერთო'




გიორგი მარგველაშვილი - ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი




ნინო ლომჯარია - ყველა დაფიქრდეს, სანამ ერთმანეთს გავიმეტებთ, თუნდაც სიტყვებით, რომ შეიძლება ვინმეს გული გაუსკდეს




სალომე ზურაბიშვილი - ვიზიარებ ნიკა რურუას ოჯახის მწუხარებას


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი